საიუბილეო კონცერტი „სვანეთის ხმები“

რუსთაველის ეროვნულ თეატრში ანსამბლ „რიჰოს“ სამი უხუცესი წევრის – მურად ფირცხელანის, რუსლან სტეფლიანისა და გულვერ გერლიანის საიუბილეო კონცერტი გაიმართა. თითქმის ნახევარი საუკუნეა, ისინი სვანურ ფოლკლორს სწავლობენ, იცავენ და ასრულებენ. საიუბილეო საღამოზე შეკრებილებმა ათასწლეულების წინ შექმნილი სვანური მრავალხმიანობის უნიკალური ნიმუშები მოისმინეს. მსმენელის წინაშე სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლებიც წარდგნენ.