თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმი მიმდინარეობს.
გახსნის ოფიციალური ღონისძიების შემდეგ დელეგატები სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში მონაწილეობენ. იმართება ათი თემატური სესია. განიხილება საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ თემები. აბრეშუმის გზის ფორუმის სესიების მოდერატორები „ბიბისის“, „ბლუმბერგისა“ და „დოიჩე ველეს“ წამყვანი ჟურნალისტები არიან. ღონისძიებას 200-მდე ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტი აშუქებს. მასში 60 ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს.