საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა კიდევ ორ ქვეყანასთან, – შვეიცარიასთან და ლიხტენშტაინთან, – შეუძლია.
შეთანხმება სრულად ამოქმედდა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, სადაც ისლანდია და ნორვეგიაც შედიან. ანუ საქართველოს შეღავათიანი ვაჭრობის უფლება იმ ევროპულ ქვეყნებთანაც აქვს, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან. ჯამში კი ასეთი შეთანხმება უკვე 40-ზე მეტ სახელმწიფოსთანაა ხელმოწერილი. ამ ფონზე თითქმის უცვლელად რჩება იმ ძირითადი პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა ექსპორტი საქართველოდან ხორციელდება.