საქართველო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს ლიხტენშტაინთანაც.
საპარლამენტო მონარქიის ქვეყანაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი დაიწყო. გამომდინარე იქიდან, რომ ლიხტენშტაინთან ქართულ მხარეს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს ხელმოწერილი, მთავარი განსახილველი თემა სწორედ ეკონომიკური კავშირების გაძლიერება იყო. წელს ლიხტენშტაინი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეა, რაც ვიზიტის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის. გაკეთდა მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, განიხილეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და ოკუპაციის მძიმე შედეგებიც.
თეონა მანაგაძე აშუქებდა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის პირველად გამართულ შეხვედრებს.