„თავისუფალი საქართველოს“ რიგით მე-4 ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარედ კვლავ კახა კუკავა აირჩიეს.
ყრილობაზე შეკრებილებმა 2019 წლის სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრეს. კახა კუკავამ განაცხადა, რომ ის ემზადება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, მისი მიზანი კი „თავისუფალი საქართველოს“ ე.წ. მესამე პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებაა. ის მესამე ძალის ფორმირებაში მონაწილეობას სთავაზობს ყველა კონკურენტ პოლიტიკურ პარტიას, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარდა.