პარტია „თავისუფალი საქართველო“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრით მიმართავს. პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, თენგიზ ომანიძის თქმით, მათ მიერ მომზადებული იაფი მედიკამენტების პროგრამისა და მევახშეთა შესახებ დამზადებული საარჩევნო ვიდეორგოლები ეთერში ვერ მოხვდა.
როგორც ომანიძე აღნიშნავს, სწორედ მარეგულირებელი კომისია არ აძლევს ტელევიზიებს აღნიშნული კლიპების ეთერში განთავსების უფლებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მათ უკვე მიმართეს მარეგულირებელ კომისიას და მათგან სამართლებრივად დასაბუთებულ პასუხს ითხოვენ.