აქცია პარლამენტთან

15:26, 14.05.2021

ქვეყანაში 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეს პარლამენტთან გააპროტესტეს. შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოს წინ აქცია არასაპარლამენტო პარტიებმა გამართეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ დასახელდეს კონკრეტული თარიღი, თუ როდის მოიხსნება რეგულაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა, პერმანენტული აქციები გაიმართება.

მოამბე

მსგავსი