„თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა

პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ რუსთავისა და ქვემო ქართლის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. რუსთავში ლაშა მაჭარაშვილი, მარნეულსა და გარდაბანში ნატალია გელაზონია, ხოლო დმანისში, წალკაში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში დარეჯან პეტრიაშვილი იბრძოლებენ. პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განმარტებით, მთავარი პრიორიტეტი ქვემო ქართლის რეგიონში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია იქნება.