ე.წ კაბელების საქმეზე პროკურატურასთან შეკითხვები აქვს ლევან სამუშიას. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ინტერესდება, საიდან ჰქონდა წვდომა პარლამენტის თავმჯდომარეს სისხლის სამართლის საქმეზე.
ლევან სამუშია პროკურატურის არგუმენტს, რომ საქმის მასალები გრიფის საიდუმლოს მოხსნის შემდეგ აიტვირთა საიტზე და დაინტერესებულ პირს ჰქონდა საშუალება გასცნობოდა ე.წ. კაბელების საქმეს და გამოეტანა დასკვნა, არარეალურს უწოდებს.