განცხადება „ნაციონალურ მოძრაობაში“

31 ოქტომბერს, თბილისის 90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. „თავისუფალი დემოკრატებისა“ და მედიასაშუალება „ნიუპოსტის“ წარმომადგენელს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებისა და საარჩევნო უბანზე ძალადობის ან ძალადობის მუქარის მუხლით მიმდინარეობს. „მოამბის“ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ. ისინი ძალადობაში „ნიუპოსტის“ ჟურნალისტს ლინა დოლიძეს ადანაშაულებდნენ. თუმცა დოლიძე ბრალდებას უარყოფს და მათ პროვოკაციაში ადანაშაულებს. მისი ინტერესები დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაიცვეს, სადაც განაცხადეს, რომ „ნიუპოსტის“ ჟურნალისტებს არჩევნებზე საქმიანობის სრულფასოვანი განხორციელების უფლებას არ აძლევდნენ.