„თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა არ დგას. ამის შესახებ ლევან სამუშიამ განაცხადა.
„თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ვადამდელი არჩევნები შეიძლება ხელისუფლების და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში შედიოდეს.
როგორც სამუშიამ აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია საარჩევნო სისტემის ცვლილება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.