თბილისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ძარცვის მცდელობა იყო.
22 წლის ახალგაზრდა ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე ბანკში შეიჭრა, თუმცა დაახლოებით 15 წუთში ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ის პარალელურ ქუჩაზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.