საქართველოს ბანკზე თავდასხმის საქმე

ცნობილი ხდება ქუთაისში ჩატარებული სპეცოპერაციის რამდენიმე დეტალი.

როგორც დღეს ირკვევა, სამართალდამცავებმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით, ხელყუმბარით, ცეცხლსასროლი იარაღით და დანით შეიარაღებული თავდამსხმელი „საქართველოს ბანკის“ ფილიალის უკანა სათადარიგო კარის საშუალებით დააკავეს. მანამდე მძევლების საშუალებებით სამართალდამცავებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. განსხვავებულ ვერსიას ჰყვება ადვოკატი, რომელიც ამტკიცებს, რომ ასაფეთქებელი საშუალებები რეალური არ იყო და არც მძევლების აყვანა იგეგმებოდა.

გრიგოლ ნარსიას წინააღმდეგ საქმე ოთხი მუხლით არის აღძრული. ადამიანებს, რომლებმაც თითქმის ცხრა საათი მძევლობაში გაატარეს, დღეს ჩვენი ჟურნალისტი ესაუბრა.