ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმეზე პროცესი გაიმართა.

საქართველოს ბანკის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებულს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა. პროცესს დისტანციურად დაესწრო თავად ბრალდებული. ბადრი ესებუა თავს დამნაშავედ არ ცნობს. საქმის პროკურორის ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი ოდენობით რუსული რუბლი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი, ასევე იარაღი და საბრძოლო მასალა.