შვედეთის ქალაქ მალმეს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა, ქალი კი – ჰოსპიტალიზებულია. 15 წლის თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დააკავეს. წინასწარი ვერსიით, მოტივი კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებაა. სროლა „ემფორიას” სავაჭრო ცენტრში 19 აგვისტოს, საღამოს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მათ 20-მდე გასროლის ხმა გაიგეს.