თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, რუსეთიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეებზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართება. მომხსენებელი, თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე იქნება. სხდომა, სავარაუდოდ, დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. საფრთხეების შეფასების შემდეგ კი, აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის უკვე რეკმენდაციები უნდა შემუშავდეს.

მოამბე