ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების სარდლობებს, სპეციალური ოპერაციების ძალებისა და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებს, განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის პირობები გააცნო. საგანგებო თათბირზე,მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირადი შემადგენლობის სწორად მართვასა და ჯანმრთელობის შემოწმების მაქსიმალურ კონტროლზე. ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და საჭიროების შემთხვევაში სხვა უწყებების დასახმარებლად თავდაცვის ძალების მზადყოფნა.