საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში თავდაცვის მინისტრი სტუდენტებს შეხვდა.
ლევან იზორიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე „საქართველო თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების პირისპირ“ ლექცია წაიკითხა. მან ვრცლად ისაუბრა ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და ტოტალურ თავდაცვაზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხით დასრულდა.