ლევან იზორიას ვიზიტი ისრაელში

ისრაელში ოფიციალური ვიზიტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან შეხვედრით დაასრულა.

მხარეებმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო განიხილეს და მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს.

ვიზიტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას ადასტურებს.