ლევან იზორიამ სერჟანტთა აკადემიაში ლექცია ჩაატარა

თავდაცვის მინისტრმა, ნატო-ს კვირეულის ფარგლებში, ლექცია სერჟანტთა აკადემიაში ჩაატარა. ლექცია ნატო-ს წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა. ლევან იზორიამ ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ გამოწვევებსა და ამ კონტექსტში საქართველოს, კონკრეტულად კი თავდაცვის უწყების მოქმედებებზე.

მინისტრმა ორ პრიორიტეტულ საკითხზე, ეფექტიან შეკავებასა და მზადყოფნის დონის ამაღლებაზე ისაუბრა. მან სერჟანტებს ნატო-ს შეკავების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო და მსმენელებს, ნატო-სთან თავსებადობის კუთხით, თავდაცვის სფეროში გადადგმულ ნაბიჯებზე ინფორმაცია მიაწოდა.