ლევან იზორია - შეიარაღებულ ძალებში ხელფასების ზრდას ეტაპობრივად ვგეგმავთ
ლევან იზორია - შეიარაღებულ ძალებში ხელფასების ზრდას ეტაპობრივად ვგეგმავთ

შეიარაღებულ ძალებში ხელფასების ზრდას ეტაპობრივად ვგეგმავთ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

„კერძოდ, ის დანაყოფები, რომლებიც საქართველოს მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში, მომზადებას გაივლიან, უფრო მეტ ხელფასს მიიღებენ. შემდგომ ეს გაგრძელდება მთლიანად შეიარაღებულ ძალებზე. წელს ვიწყებ ხელფასების მომატების პირველ ეტაპს. რაც შეეხება პრემიებს, ყველა ვინც მსახურობს შეიარაღებულ ძალებში, ჩვენგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს. ბიუჯეტში ხდება სამი მილიონის მობილიზება და ეს შეეხება ძირითადად მათ ოჯახებსა და პირად ინტერესებს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა გორის სამხედრო ბაზაზე გააკეთა, სადაც მორიგი როტაციის ფარგლებში, ავღანეთში, საერთაშორისო მისიაში ერთი ბატალიონი და ასეული გააცილეს.

„ჩვენ ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიას მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს არის პირველი დანაყოფი, რომელიც საქართველოში წარმოებული ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტებით უფრო დაცული, უსაფრთხოდ გაემგზავრება ავღანეთში. ჩვენ ამით ვასრულებთ პირობას, ადგილობრივ, მათ შორის, სამხედრო წარმოებას შეუწყოთ ხელი“, – განაცხადა ლევან იზორიამ.