ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ 103 წლის იუბილე ახალგაზრდა ოფიცრების გამოშვებით აღნიშნა. წელს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია 110-მა ახალგაზრდა ოფიცერმა დაასრულა. კურსდამთავრებული ლეიტენანტები ოფიცრის ძირითად კურსებს სხვადასხვა სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით გაივლიან, რომლის დასრულებისთანავე საქართველოს თავდაცვის ძალებში უმცროსი ოფიცრის თანამდებობაზე განაწილდებიან.