თავდაცვის აკადემია უახლესი ტექნიკით აღიჭურვა

ეროვნული თავდაცვის აკადემია უახლესი ტექნიკითა და სასწავლო საშუალებებით აღიჭურვა. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ახლადგახსნილი თანამედროვე ლაბორატორიები და საკლასო ოთახები თავდაცვის მინისტრმა დაათვალიერა.

აკადემიის ხელმძღვანელობამ ლევან იზორიას და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, შალვა ჯაბახიძეს ფიზიკის, ქიმიის, მექანიკის, ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის სასწავლო ლაბორატორიები გააცნო, რომლებიც უახლესი ტექნიკური მოწყობილობებით არის აღჭურვილი.

ლევან იზორიამ საცეცხლე მომზადების, სამხედრო ტოპოგრაფიისა და საინჟინრო მომზადების ახალი საკლასო ოთახებიც დაათვალიერა, სადაც სადემონსტრაციო და საიმიტაციო საშუალებებია განთავსებული.