ლევან იზორიამ დაღუპული სამხედროების შვილებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა

თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების შვილებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა. ლევან იზორიამ მათ თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლა. 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროების შვილებმა სპორტულ-გასართობ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრებების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს თავდაცვის მინისტრმა მედლები წარწერით – „მამის მეგობრისგან“ გადასცა.