ოფიცრების ყოველწლიური შეკრება

საქართველოს შეიარაღებული და სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა და პირველმა ლედიმ, უშიშროების საბჭოს ორგანიზებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლეს.

ღონისძიება ტრადიციული გასული წლიდან გახდა და მიზნად ისახავს პრეზიდენტის ინსტიტუტს, არმიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის გაღრმავებას. საზეიმო მიღებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ოჯახებთან ერთად დაესწრნენ.

პრეზიდენტმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებსაც უმასპინძლა. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის საქართველოს ორდენებითა და მედლებით სიკვდილის შემდეგ 112 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის, მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამი სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა.

დატოვე კომენტარი