შემეცნებითი სალექციო კურსი

თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის შემეცნებითი სალექციო კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა.

ერთთვიან კურსში, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების და საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხების საბაზისო ცოდნის გაზიარებას მოიცავდა, ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ. მსმენელებს ერთი თვის განმავლობაში ლექციებს თავდაცვის სამინისტროდან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მიწვეული მომხსენებლები უტარებდნენ. შემეცნებითი კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ეროვნული თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე.