ტატუნაშვილის საქმე

სამი მოთხოვნით მიმართავს ხელისუფლებას ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი.

ეფექტიანად წარმართოს საქმის გამოძიება,  სტრასბურგში გაიგზავნოს საჩივარი რუსეთის წინააღდეგ  და ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატში მოხდეს ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გადმოცემის მოთხოვნა.  განცხადება ამის შესახებ ოჯახმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

ტატუნაშვილის საქმეზე შეკითხვები აქვს დამოუკიდებელ ექსპერტიზას. მარიამ ჯიშკარიანს აინტერესებს, რატომ არის საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებული არჩილ ტატუნაშვილის საქმის მასალები და რატომ არ არის აქამდე დაწყებული გამოძიება წამების მუხლით.

ქეთევან ქარდავა მუშაობს თემაზე.