„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ტატუნაშვილის საქმეზე ხელისუფლებას სამ მოთხოვნას უყენებს

ადამიანის უფლებათა ცენტრი, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით,  საქართველოს ხელისუფლებას სამ მოთხოვნას უყენებს. ცენტრი მოუწოდებს ხელისფლებას, ეფექტიანად წარმართოს საქმის გამოძიება,  სტრასბურგში წარადგინოს საჩივარი რუსეთის წინააღდეგ,  და  ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატში მოითხოვს ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოებისა და სამედიცინო დოკუმენტების გადმოცემა.  ამასთან,  როგორც ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა, თამარ ავალიანმა განაცხადა, გიორგი ტატუნაშვილის სახელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შესატანად ინდივიდუალური სარჩელი მზადდება.

მისივე თქმით, კითხვები არსებობს ექსპერტიზასთან დაკავშირებით. ავალიანის განმარტებით, ოჯახი მიმართავს გამოძიებასაც, რადგან, გარდა მკვლელობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლისა, გამოძიება წამების მუხლითაც წარიმართოს.