სალომე სამადაშვილი -მთავარია, რამდენად შეძლებს საქართველო სტრასბურგში ტატუნაშვილის საქმეზე თავისი ინტერესების დაცვას
სალომე სამადაშვილი -მთავარია, რამდენად შეძლებს საქართველო სტრასბურგში ტატუნაშვილის საქმეზე თავისი ინტერესების დაცვას

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანა მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი ის არის, რამდენად შეძლებს საქართველო საკუთარი ინტერესების დაცვას. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

როგორც სამადაშვილი აცხადებს, სამწუხაროდ, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოების გზით რუსეთზე ზეწოლის მოხდენის შერბილებული წნეხი აქვს.

“სარჩელის შეტანა მნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება, ამ სარჩელის მიმდინარეობისას, რამდენად დაიცავს საქართველო საკუთარ ინტერესებს, რადგან ვხედავთ, რომ ხელისუფლების ტენდენცია საწინააღმდეგოა და რეალურად, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელების წარდგენა ფორმალურად მიდის. თუ ეს შემთხვევა გამონაკლისი იქნება, მხოლოდ მივესალმები”, – განაცხადა სამადაშვილმა.