არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ოჯახთან შეთანხმებით გადაწყვეტილბა ცოტა ხნის წინ მიიღეს. წილკანში ამ დრომდე ხალხმრავლობაა. უკვე მეორე დღეა სამოქალაქო პანაშვიდები მიმდინარეობს. საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლის, გიგა ოთხოზორიას ოჯახი სამძიმრის სათქმელად დღეს წილკანში იმყოფებოდა. ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრეს ოკუპირებული ახალგორიდან ჩასულებმაც.
წილკანში ლიკა ალელიშვილი იმყოფება.