აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

18:14, 08.08.2021

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან შეიკრიბნენ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები და მეგობრები. მათ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. 13 წლის შემდეგაც მათთვის ძალიან ძნელი გასახსენებელია ის მოვლენები, რომელიც 2008 წლის ომს უკავშირდება. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ. მათ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

მსგავსი