ტაქსით მომსახურების ნებართვების მიღება თბილისის იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი
ტაქსით მომსახურების ნებართვების მიღება 21 აგვისტოდან თბილისის იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა.
გივი აზაურაშვილის განცხადებით, აღნიშნული სერვისისთვის სპეციალური სივრცეები გამოიყოფა. 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ნებართვის გარეშე ტაქსით მომსახურება აკრძალულია. ნებართვის მიღება შესაძლებელია როგორც მძღოლის საკუთრებაში, ასევე, მესამე პირის, მათ შორის იურიდიული პირის საკუთრებაში მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.