„კომპიუტერი რამდენიმე წელია გააქტიურდა, მანამდე იყო ტელევიზორი, თუმცა, ვინც წიგნებთან თავიდანვე იყო დაკავშირებული, მას ვერაფერი შეუცვლის. წიგნს მაგიური ძალა აქვს და ადამიანისთვის ძალიან ახლობელია“,- ეს არის ნაწყვეტი თამაზ ტყემალაძის ინტერვიუდან.
ცნობილი პუბლიცისტი, ფილოლოგი და ჟურნალისტი დღეს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. ჯილდო ქართული ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის პუბლიცისტმა 70 წლის იუბილეზე მიიღო.
თამაზ ტყემალაძე ახლა პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორია, მანამდე იყო არაერთი შემეცნებითი გადაცემა ტელევიზიასა და რადიოში, ცნობილი დოკუმენტური ფილმები და ამ ყველაფრის პარალელურად აქტიური პედაგოგიური და პუბლიცისტური საქმიანობა. ის ახლაც წერს და კიდევ ბევრი გეგმა აქვს.