გამომშვიდობება თამაზ ტყემალაძესთან

ცნობილი ქართველი პუბლიცისტი, ფილოლოგი, ლიტერატორი და ჟურნალისტი, თამაზ ტყემალაძე მახათას მთაზე მდებარე პანთეონში დაკრძალეს. პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორი 72 წლის ასაკში კორონავირუსმა იმსხვერპლა. არაერთი ჯილდოსა და წოდების ავტორმა ორი წლის წინ ღირსების მედალიც მიიღო. წლების განმავლობაში იყო არაერთი შემეცნებითი გადაცემის გადაცემის ავტორი და წამყვანი ტელევიზიასა და რადიოში, ხელმძღვანელობდა სხვადასხვა რედაქციას. ტელევიზიაში მუშაობის პარალელურად დაკავებული იყო აქტიური პედაგოგიური საქმიანობითაც, გამოცემული აქვს არაერთი კრებული თუ ნარკვევი ქართული ლიტერატურის შესახებ. ჩვენს მომდევნო რეპორტაჟში მისი გადაცემებიდან თუ ინტერვიუებიდან სხვადასხვა ფრაგმენტია გამოყენებული, სადაც თამაზ ტყემალაძე თავად ჰყვება საკუთარ თავზე, ბიოგრაფიაზე და ლიტერატურაზე, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

 

დატოვე კომენტარი