თამაზ ტყემალაძის სამოქალაქო პანაშვიდი

ქაშვეთის ტაძარში, თამაზ ტყემალაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

ცნობილ ჟურნალისტს, ფილოლოგსა და პუბლიცისტს მისმა მეგობრებმა, მოსწავლეებმა და კოლეგებმა პატივი მიაგეს.

თამაზ ტყემალაძეს ხვალ, ქაშვეთის ტაძრიდან ორ საათზე გამოასვენებენ და მახათას მთაზე არსებულ პანთეონში დაკრძალავენ.

თამაზ ტყემალაძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.