„თამაშის დასასრული“ – რობერტ სტურუას სპექტაკლის პრემიერა რუსთაველის თეატრში. სპექტაკლი გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა. წარმოდგენა ნობელის პრემიის ლაურეატის, სამუელ ბეკეტის ტრაგიკომედიის მიხედვით დაიდგა. ის ავტორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესაა.