სპექტაკლის პრემიერა

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სცენაზე, სპექტაკლ „სავანის“ პრემიერა გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შადიმან შამანაძის პიესის – „ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში“ – მიხედვით დადგმულ ერთმოქმედებიან წარმოდგენაში მონაწილეობენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტები. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გიორგი სიხარულიძე, რეჟისორი – თინათინ კორძაძე, მხატვარი – თეო კუხიანიძე.