თამარაშვილის ქუჩაზე მოძრაობა აღდგა

თამარაშვილის ქუჩაზე მოძრაობა უკვე ორმხრივადაა შესაძლებელი. საუბარია გზის იმ მონაკვეთზე, სადაც კლდე იყო ჩამოშლილი. ადგილზე სპეციალური ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს განაგრძობს. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ამ ეტაპზე გადაადგილება უსაფრთხოა და კლდის მასის განმეორებითი ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიაც ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ფერდის მცირე მასების გაწმენდაზე მთამსვლელები მუშაობენ და ქვათაცვენის მიზეზებს სპეციალისტები სწავლობენ. თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შეფერხებისთვის.