თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ოჯახის ადვოკატები თბილისის პროკურატურაში საქმის ახალ მასალებს ეცნობიან. უწყებაში შესვლამდე მიხეილ რამიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ კომპიუტერის და მობილური ტელეფონების ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობაზე უარი მიიღეს.
ადვოკატების განმარტებით, სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზები სრულყოფილი არ არის და საქმისთვის მნიშვნელოვანია ალტერნატიული ექსპერტიზის ჩანიშვნა.