მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმე   

ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდნენ, სადაც საქმის მასალებს გაეცნენ. გარდა ამისა, ადვოკატებმა მედიასთან განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ორ თვეზე მეტია სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან. მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატების თქმით, ექსპერტიზის მომზადება ძალიან გაჭიანურდა. გარდა ამისა, ადვოკატების მოთხოვნაა, გაიზარდოს პასუხისგებაში მიცემულ პირთა წრე. როგორც ცნობილია, ამ საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის მუხლით ბრალი სამ მედიკოსს აქვს წარდგენილი, თუმცა ადვოკატების მტკიცებით, ცრუ ჩვენების მიცემის გარდა, იკვეთება სამსახურეობრივი გულგრილობა და სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბების ფაქტებიც. მათი მოთხოვნაა, რომ გამოძიება სწორედ ამ ორი მუხლით დაიწყოს.

ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთანი, მეგი ბაქრაძე შეუძლოდ ვაქცინის გაკეთების შემდეგ გახდა. მეორე დღეს კი ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.