ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდა.

მიხეილ რამიშვილის მანქანაში ექსპერტები მუშაობდნენ. როგორც ადვოკატი აცხადებს, მანქანაში საგამოძიებო სამუშაოები მისივე მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა არ აკონკრეტებს რა სამუშაოებს ატარებდნენ ექსპერტები. საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, რამიშვილის მხრიდან კონკრეტული წამლების ანოტაციები იქნა წარმოდგენილი, რის შემდეგაც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილება შესთავაზეს. დღეს საგამოძიებო უწყებაში ასევე იმყოფებოდა კომპანია „ზეგის“ თანამშრომელი ნინი ტატანაშვილი. მას უწყების დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. უცნობია რა ინფორმაცია მიაწოდა კომპანიის თანამშრომელმა გამოძიებას.