გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდა. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, უწყებას ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ აქვს. მისი თქმით, პროკურატურა საქმის გაჭიანურებას ცდილობს. შენობიდან გამოსვლის შემდეგ, მან განაცხადა, რომ გაეცნო ჩვენებებსა და ვიდეოჩანაწერებს. მისი განცხადებით, საქმე საკმაოდ მოცულობითია და გამოძიებას გამოკითხული ჰყავს ისეთი ადამიანები, რომლებსაც საქმისთვის ფასეული ინფორმაცია არ შეიძლება ჰქონოდათ. გუშინვე, პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო.