ტაივანში მიწისძვრას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ტაივანში მიწისძვრას 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 225 ადამიანი, 145  პირი კი დაკარგულად ითვლება. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 1300 სპეციალისტი მონაწილეობს. მიწისძვრამ რამდენიმე დიდი შენობა და ავტომაგისტრალი დააზიანა. 40 ათასზე მეტ ოჯახს შეწყვეტილი აქვს წყალმომარაგება. მიწისძვრამ ერთ-ერთი სასტუმროს ოთხი სართული დააზიანა.

ამ დრომდე უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა სასტუმროს შენობაში. სასტუმროდან უკვე გამოიყვანეს 120 ადამიანი. 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ტაივანის სანაპირო ხუალიანის პროვინციაში, ადგილობრივი დროით 23.50 წუთზე დაფიქსირდა.