ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ჩინეთმა ათობით თვითმფრინავი და ხომალდი ტაივანის მიმართულებით გაგზავნა – ინფორმაციას ტაივანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის 32 თვითმფრინავი და საზღვაო ძალების ცხრა გემი აღმოაჩინეს. მათგან 20-მა თვითმფრინავმა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი გადაკვეთა. საპასუხოდ, ტაივანმა მზადყოფნაში მოიყვანა საკუთარი თვითმფრინავები, გემები და სარაკეტო სისტემები. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ეს ქმედება აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, ტაივანისთვის 500 მილიონი დოლარის იარაღის მიყიდვას მოჰყვა.