ვიზიტი ტაივანში - დაძაბულობა ჩინეთ-აშშ-ს შორის

საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ამ წუთებში ტაივანისკენ არის მიმართული. მიზეზი კუნძულზე ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის გამოუცხადებელი ვიზიტია. ნენსი პელოსი ტაივანში ოფიციალური პეკინის მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც ჩავიდა. ამერიკელი მაღალჩინოსანი ტაიპეიში გაძლიერებული დაცვით იმყოფება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, პელოსს ტაივანის ცენტრში განათებული ცათამბჯენებით და სასტუმროსთან მცირერიცხოვანი აქციით დახვდნენ. ჩინეთი, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, ვიზიტს ამერიკის მხრიდან ტაივანის მხარდამჭერად აცხადებდა და კუნძულზე პელოსის ჩასვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ პეკინმა ზღვაში ავიამზიდიც კი გაიყვანა და ვაშინგტონს რამდენჯერმე დაემუქრა. ტაივანის სრუტეში იმყოფება ამერიკული ავიამზიდიც. თავის მხრივ თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ნენსი პელოსის ვიზიტისთვის ცუდი დრო შეირჩა, თუმცა მას კუნძულზე ჩასვლის უფლება ჰქონდა. საპასუხოდ ჩინეთი ტაივანის მიმდებარედ სამხედრო საზღვაო წვრთნებისთვის ემზადება.