სვანეთში „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის სამუშაოები შეჩერდა

პირველი არხის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია. სვანეთში „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის სამუშაოები შეჩერდა.

მიზეზი ჰესის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტაა.  სააქციო საზოგადოება „ნენსკრა ჰიდროში“ აცხადებენ, რომ იტალიურ კომპანია „სალინი იმპრეჯილოსთან“ ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით შეწყდა.

ახალი საინჟინრო კომპანიის გამოსავლენად მიმდინარეობს მუშაობა. სოფელ ჭუბერში მილიარდიანი პროექტის დაფინანსებას დროებით აჩერებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიც. იბიარდის წარმომადგენელი ბრუნო ბალვანერა ამბობს, რომ მსოფლიოში ცოტა კომპანია მოიძებნება, რომელსაც მსგავსი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა და გამოცდილება აქვს.

ნენსკრა ჰიდროში“ გაკეთებული პროგნოზით სვანეთში მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები ნოემბრიდან განახლდება.