"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია სვანეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვას გეგმავს

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები სვანეთში ჩასვლას და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვას გეგმავენ. ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების თქმით, როცა სტიქიის ფაზა გადაივლის, სალიკვიდაციო სამუშაოებს ჩაატარებენ.

ისინი ახალგაზრდებს მოუწოდებენ, მათთან ერთად ჩაერთონ ღონისძიებაში. მსურველებს შეუძლიათ პარტიის ოფიციალურ გვერდს მიმართონ ან ორგანიზაციის ოფისში, ერეკლე მეორის ორ ნომერში მივიდნენ.