აქცია სვანეთში - რა მოთხოვნა აქვს ჭუბერის მოსახლეობას

საპროტესტო აქცია გაიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის თემის მაშრიჭალის უბანში. ადგილობრივების ნაწილი ნენსკრა-ჰესის მშენებლობას არ ეწინააღმდეგება, თუმცა, ფულად კომპენსაციას ითხოვს.

მოსახლეობის განმარტებით, ტერიტორია, სადაც ჰესის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, საუკუნეების  განმავლობაში ნარსავიძეებისა და ჩხეტიანების მამული იყო და მათი საკუთრებაა.

მაშრიჭალაში სამშენებლო სამუშაოებს იტალიური კომპანია  აწარმოებს.