რა ვითარებაა სტიქიის ზონაში

15:05, 07.07.2018

ჭუბერში მოსახლეობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება, რეგიონში გამოიდარა და წყლის დონემ იკლო. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება, სპეციალისტებთან ერთად, იმ გეგმის შემუშავებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, გზებისა და ხიდების აღდგენა უნდა მოხდეს.

ცოტა ხნის წინ დევრას ალტერნატიული გზის მონაკვეთის აღდგენა მოხერხდა, რის შედეგადაც მოსახლეობას გადაადგილების საშუალება მიეცემა.

უფრო დეტალურად, არსებული ვითარების შესახებ გურამ როგავა მოგვაწვდის ინფორმაციას.

 

მსგავსი