კომპანია „ნენსკრა ჰიდროს“ განცხადება

განცხადებით ეხმაურება ჭუბერში მომხდარ სტიქიას კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“. კომპანიის წერილში ნათქვამია:

განვითარებულ მოვლენებთან ნენსკრაჰესის პროექტს კავშირი არ აქვს. 

გვსურს განვმარტოთ, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე „ნენსკრაჰესის“ მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული.

აღნიშნული სამუშაოები გულისხმობდა მხოლოდ არსებული გზების და ხიდების რეაბილიტაციას.

გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით.